გიორგი ხუციშვილი
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა
გიორგი ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ კი ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე კლინიკური რეზიდენტურაში სწავლობდა. 2002-2007 წლებში მუშაობდა სასაზღვრო ძალების ცენტრალურ ჰოსპიტალში ტრავმატოლოგად. 2007 წლიდან მოღვაწეობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში.
გიორგი ხუციშვილს აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში და ატარებს სხვადასხვა სირთულის ოპერაციებს. კლინიკაში მუშაობის განმავლობაში მას შესრულებული აქვს 3,000-ზე მეტი ოპერაცია.