გიორგი ნიკოლაიშვილი

კარდიოლოგი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



გიორგი ნიკოლაიშვილი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი ნიკოლაიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომის შემდგომი სწავლება კარდიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. ის ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს როგორც კარდიოლოგიასა და ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, ასევე - ექოკარდიოგრაფიასა და შინაგან მედიცინაში. გავლილი აქვს სტაჟირება პოლონეთის სილეზიის მხარის კარდიოქირურგიულ ცენტრში. ის პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის რანგში და არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

„ექიმობა დიდი გამოწვევაა და ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა საბოლოო მიზანი - გადარჩენილი სიცოცხლე, მაძლევს მოტივაციას გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი“

კარდიოლოგიური მიმართულება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვემატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის განპირობებული. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი გთავაზობთ როგორც ამბულატორულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მოსახურებას.

  • ელექტროკარდიოგრაფია
  • ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია
  • 24 საათიანი ეკგ ამბულატორიული მონიტორირება
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტი
  • სტრეს-ექოკარდიოგრაფია და ა.შ.
  • გულის კათეტერიზაცია და კორონარული ანგიოგრაფია
  • კორონარული არტერიების სტენტირება

ჰოსპიტალში წარმატებით ტარდება ისეთი დაავადებისპრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია როგორიცაა: არასტაბილური სტენოკარდია, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, სხვადასხვა სახის არითმიები, გულის უკმარისობა და.ა.შ.

სხვა ტექნოლოგიურ უპირატესობებთან, კარდიოქირურგიული ოპერაციების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, საოპერაციო აღჭურვილია პერფუზიის აპარატი TERUMO1, ინტრაორტალური ბალონ პამპით, რაც ოპერაციების უსაფრთხოდ წარმართვის ერთ-ერთი გარანტია.