გიორგი კალანდაძე

კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კარდიოქირურგი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



გიორგი კალანდაძე ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი დასაქმებული იყო მოსკოვის, პოლონეთის, და ბელგიის წამყვან ჰოსპიტლებში. ასევე, ის გახლავთ საქართველოს კარდიოქირურგთა და ევროპის კარდიო-თორაკალური ქირურგიის ასოციაციის წევრი. კარიერული განვითარების მიზნით, ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასერთიფიკატო ღინისძიებებსა და კონგრესებში.

გიორგი კალანდაძე არის 6 სამეცნიერო სტატიის ავტორი და ამ დროისათვის მას ჩატარებული აქვს 2 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია.

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგიული დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს მოზრდილთა კარდიოქირურგიის სრულ სერვისს როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ რეჟიმში.

ჰოსპიტალში ხელმისაწვდომი კარდიოქირურგიული სრული სერვისი მოიცავს:

  • კორონალური არტერიების შუნტირებას მომუშავე გულზე;
  • ოპერაციებს გულის სარქველებზე - პლასტიკასა და პროტეზირებას;
  • გულის სიმსივნეებს;
  • კომბინირებულ ოპერაციებს სარქველებსა და კორონარულ არტერიებზე;
  • აორტისა და მისი ტოტების ქირურგიულ მკურნალობას - ანევრიზმებსა და მწვავე დისექციებს;