გიორგი ჯინჭველაძე

ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილების ხელძღვანელი

კავკასიის მედიცინის ცენტრი. თბილისი, ქავთარაძის ქ. 23



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ამჟამად გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

კარირული განვითარების მიზნით, მან სტაჟირება გაიარა ჰოლანდიაში, მაასტრიხტის საუნივერსიტეტო კლინიკის (MUMC Maastricht University Medical Center), სასხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტსა და გერმანიის, ახენის საუნივერსიტეტო კლინიკის (Uniklinik RWTH Aachen) კარდიოვასკულურ დეპარტამენტში.

გიორგის აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის გახლავთ, კავკასიის მედიცინის ცენტრის, სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

ის აქტიურად მონაწილეობდა ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში ჩატარებულ ტრენინგ პროგრამებში.

2014 წლიდან გიორგი ჯინჭველაძე არის საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციისა (GAAVS) და ევროპის სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოების (ESVS) წევრი.