გიორგი გოგნიაშვილი

ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



გიორგი გოგნიაშვილმა რეზიდენტურის სამწლიანი კურსი გერმანიაში გაიარა. მუშაობდა როსტოკში, ჰალბერშტატში, გრაიფსვალდსა და ბერლინში; ერთი წელი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში, აკეთებდა ოპერაციებს. გიორგი პირველი ექიმია, რომელმაც საქართველოში ცხვირის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა დანერგა. მასვე უკავშირდება ლაზერული ქირურგიის, კერძოდ, ყველაზე თანამედროვე დიოდის ლაზერის შემოტანა საქართველოში.