გიორგი გაბუნია

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2



პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაბუნია ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიული სამსახურის უფროსია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.

იგი საქართველოსა და საერთაშორისო კლინიკებში ასრულებს ყველა სახის ოსტეოსინთეზის ოპერაციებს ძვლების ყველა სეგმენტზე, ორთოპედიულ მაკორეგირებელ და სარეკონსტრუქციო ოპერაციებს, მკურნალობს პოლიტრავმებს; ჩატარებული აქვს 4,000-ზე მეტი ოპერაცია.

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ტრავმატოლოგია - ორთოპედიული მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

ჰოსპიტალში ტარდება როგორც კონსერვატიული, ასევე ოპერაციული მკურნალობა.  სრულდება ფართო  სპექტრის ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები:

  • ოსტეოსინთეზის ყველა სახეობა, ინტრა და ექსტრაოსალური ფიქსაციები;
  • ცეცხლნასროლი მოტეხილობების და ჭრილობების მკურნალობა;
  • ჩარევები კუნთ - მყესოვან სეგმენტზე (მათ შორის მიორაფია, ტენორაფია, მყესების პლასტიკური დაგრძელება, მტევნის ტრავმული დაზიანებები და შეძენილი პათოლოგიები, იდაყვის სახსრის რთული ტრავმები, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, გვირაბის სინდრომი, ხანდაზმული და არასწორად შეძვალებული მოტეხილობები, ფიქსატორის დისლოკაცია, ყალბი სახსრები, ძვალ-სახსრისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ოსტეომიელიტი, ძვლოვანი დეფექტები, კიდურების დაგრძელება, ოსტეოსინთეზი ექსფიქსაციის ღეროვანი აპარატებითა და კომპრესიულ - დისტრაქციული მეთოდით;
  • მუხლისა და მხრის სახსრის პათოლოგიების თანამედროვე მეთოდებით ORIF და დახურული წესით მკურნალობა;
  • ფიქსატორის ექსტრაქცია;
  • ოპერაციები MIPO ტექნიკით - მინიმალური ინვაზიური ჩარევები, ტერფის დაზიანებანი და შეძენილი პათოლოგიები (hallux valgus და სხვ.);
  • რბილი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობა;
  • კოჭ - წვივისა და სხვა მხვილი და წვრილი სახსრების ართროდეზირება,
  • სახსრის სამკურნალო პუნქციები;
  • damage control დაქვემდებარებული ოსტეოსინთეზები და სხვა ჩარევები  მძიმე პოლიტრავმიან პაციენტებში.
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ართროპლასტიკა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური იმპლანტებით.