გიორგი გაბუნია
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2
გიორგი გაბუნიამ დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ კი გაიარა სამხედრო ტრავმატოლოგიის კურსი ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში.
გიორგი საქართველოსა და საერთაშორისო კლინიკებში ასრულებს ყველა სახის ოსტეოსინთეზის ოპერაციებს ძვლების ყველა სეგმენტზე, ორთოპედიულ მაკორეგირებელ და სარეკონსტრუქციო ოპერაციებს, მკურნალობს პოლიტრავმებს; ჩატარებული აქვს 4,000-ზე მეტი ოპერაცია.
გიორგი გაბუნია არის 2 მონოგრაფიისა და 32 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთაგან 10 საერთაშორისო მიმოქცევის ჟურნალებშია გამოქვეყნებული.