გიორგი ცხომელიძე

კარდიოლოგი, არითმოლოგი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



გიორგი ცხომელიძე მუშაობდა ქ. თბილისის სხვადსხვა ჰოსპიტლებში და შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სწავლა გააგრძელა ჩეხეთში კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში. ამას გარდა, გავლილი აქვს არაერთი შედარებით მოკლევადიანი ტრენინგი ევროპის აკრედიტებულ ცენტრებში.
 

იგი გახლავთ ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, ასევე ევროპის გულის რითმის და საქართველოს გულის რითმის ასოციაციის წევრი.

გარდა ამისა, 2015-2021წწ.-ში გიორგი ცხომელიძე აქტიურად მონაწილეობდა კათეტერული აბლაციის განვითარების ქართულ-შვეიცარიულ პროგრამაში (The Frédéric and Jean Maurice Foundation & The Cœur de la Tour foundation).

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის არითმოლოგიის სამსახური  გიორგი ცხომელიძის ხელმძღვანელობით პაციენტებს იღებს 24 საათის განმავლობაში და სთავაზობს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ სამედიცინო მომსახურეობას.

გიორგი ცხომელიძის სპეციალიზაცია მოიცავს:

  • კათეტერულ აბლაციას
  • პეისმეიკერის იმპლანტაციას
  • დეფიბრილატორის იმპლანტაციას
  • რესინქრონიზატორის იმპლანტაციას