გიორგი ჩხეტია
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
გიორგი ჩხეტია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს.
გიორგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებებსა და კონგრესებში. მისი ხელმძღვანელობით, ამჟამად, განხორციელებულია 2000-ზე მეტი პროცედურა. მათ შორის, კორონაროგრაფია და ინტერვენცია(კორონარული ბალონირება და სტენტირება).
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს კარდიოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს. ამ მიმართულებით, ჰოსპიტალში ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორიები, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურების ჩატარებას. პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ კორონაროგრაფიის და კორონარული ანგიოპლასტიკის (წამლით დაფარული სტენტით) სერვისი.