გიგა ფარფალია

ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206



გიგა ფარფალია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგი და თორაკალური ქირურგია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

მან კვალიფიკაცია თორაკოსკოპიისა (გულმკერდის ღრუსა და ფილტვის ენდოსკოპიური გამოკვლევა) და მედიასტინოსკოპიის (შუასაყრის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი) მიმართულებით საზღვარგარეთ აიმაღლა. ასევე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამედიცინო კონფერენციასა და ღონისძიებაში.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს სრულ თორაკოქირურგიულ მომსახურებას ერთ სივრცეში. მათ შორისაა თორაკალური  ქირურგის  კონსულტაცია,  გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, ბრონქოსკოპია, ნებისმიერი სირთულის თორაკალური ოპერაცია როგორც მინი-ინვაზიური, ასევე - ღია წესით.

 

აღსანიშნავია ისიც, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი იყო პირველი დასავლეთ საქართველოში,  სადაც თორაკოსკოპიული მეთოდით ფილტვის რეზექცია და ბიოფსია ჩატარდა.