გელა ჭილაია
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1
გელა ჭილაია ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ორთოპედია - ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
იგი 25 წლის განმავლობაში მუშაობდა არა ერთ ჰოსპიტალში ქვეყნის მასშტაბით, კვალიფიკაცია აქვს ამაღლებული და მონაწილეობა მიღებული 10-ზე მეტ კონფერენციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ორთოპედია - ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ მომსახურებას ყველა ასაკის პაციენტებისთვის.
გელა ჭილაიას ხელმძღვანელობით სრულდება სხვადასხვა სახის ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები:
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის პირველადი ენდოპროთეზირებები,
- ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიების შედეგად წარმოშობილი ორთოპედიული და მძიმე ტრავმებით განვითარებული მდგომარეობების ოპერაციული მკურნალობა;
- მსხვილი ლულოვანი ძვლების ძვალზედა, ინტრამედულარული და ექსტრაფოკალური ოსტეოსინთეზი;