ფრიდონ დევდარიანი
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა
ფრიდონ დევდარიანი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმი ნეიროქირურგია.
ფრიდონ დევდარიანმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა ბელორუსში განაგრძო. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და მუშაობის პარალელურად, კვალიფიკაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აიმაღლა.
ფრიდონ დევდარიანმა პერიფერიული ნეიროქირურგიის კურსი ბელგრადში, სერბეთის ცენტრალურ კლინიკაში გაიარა.
იგი გახლავთ ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ფრიდონ დევდარიანი, ასევე გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს თავის ტვინისა და ხერხემლის პათოლოგიების მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ ოპერაციულ მკურნალობას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, სადაც იშემიური ინსულტის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, მექანიკური თრომბოექსტრაქცია ხორციელდება - 24/7 რეჟიმში.