ეთერ ნათელაური

რადიაციული ონკოლოგი

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85



რადიაციული ონკოლოგი - ეთერ ნათელაური კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

ეთერ ნათელაურმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა. სარეზიდენტო პროგრამა ჯერ რადიოლოგიის, შემდეგ კი რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით გაიარა. მან კვალიფიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამედიცინო ცენტრებში (Northwestern Memorial Hospital; New York University; Freeport Memorial Hospital; Mayo Clinic) აიმაღლა.

 

2015 წლიდან იგი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში რადიოლოგისა და რადიაციული ონკოლოგის პოზიციებზე მუშაობდა. ამჟამად ამავე ცენტრის სამედიცინო დირექტორი და რადიაციული ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია. ასევე, გახლავთ ქსელის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.

 

ეთერ ნათელაური საქართველოს რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელია. რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით ის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი ასოციაციის ( ESR, ESTRO, ASTRO, EORTC ROG, ESMO, ACRO) წევრიც გახლავთ. ასევე, არის მოწვეული სპეციალისტი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და FCCS სერტიფიცირებული ტრენერი ევექსის ქსელის ტრენინგ-ცენტრში. 3 საერთაშორისო გრანტის (ESTRO Solidarity Fond Grant; CFF Fellowship Educational Grant; ESTRO TTG grant) მფლობელი ახალგაზრდა ექიმი აქტიურად მონაწილეობს კლინიკურ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. მის სახელს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი უკავშირდება.

 

 

რადიაციული ონკოლოგია კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა.  კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი ონკოლოგიის ცენტრია სადაც ინსტალირებულია Varian-ის ორი ხაზოვანი ამაჩქარებელი - “True Beam” და “Cilinac IX”. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი სრულად არის აღჭურვილი დისტანციური რადიაციული თერაპიის ყველა თანამედროვე შესაძლებლობებით, როგორიცაა

  • სამგანზომილებიანი კონფორმული დაგეგმარება (Three Dimensional conformal, 3D CRT),
  • ოთხგანზომილებიანი დაგეგმარება (Four-dimensional radiotherapy planning, 4D) - ოთხგანზომილებიანი დაგეგმარების სისტემა იძლევა საშუალებას პაციენტებს მკურნალობა ჩაუტარდეთ ისეთი მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა რესპირატორული გეითინგი.
  • ინტენსივობა მოდულირებული რადიოთერაპია (Intensity Modulated Radiation Therapy, IMRT) – ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს სამიზნე მოცულობაზე უფრო მაღალი დოზის მიწოდებას, ჯანსაღი ქსოვილების უფრო მეტი დაზოგვით, ეს კი თავისთავად ნიშნავს განკურნების უკეთეს ალბათობას.
  • მოცულობა მოდულირებული არკ თერაპია (Volumetric Modulated Arc Therapy, VMAT RapidArc) - ეს არის დასხივების ყველაზე თანამედროვე მიდგომა. ამ მეთოდით მიიღება დოზის ყველაზე ჰომოგენური და კონფორმული განაწილება.
  • გამოსახულებით მართული რადიოთერაპია (Image Guided Radiation Therapy, IGRT) იძლევა საშუალებას პაციენტის პოზიცირება მოხდეს გეგმის მიხედვით 1მმ-იანი სიზუსტითაც კი. დღეს IGRT დისტანციური დასხივების სტანდარტული შემადგენელი ნაწილია, დაგეგმარების ტიპის მიუხედავად (3D, IMRT, VMAT RapidArc).
  • სტერეოტაქსიური რადიოქირურგია/რადიოთერაპია (Stereotactic Radiosurgery, SRS/SRT) - ეს არის სპეციალიზირებული რადიოთერაპიული პროცედურა, რომელიც გულისხმობს მცირე ზომის მკაცრად განსაზღვრული სამიზნეების უზუსტეს დასხივებას. ონკოლოგიის ცენტრში სტერეოტაქსიული რადიაციული თერაპია ტარდება მხოლოდ სპეციალური SRS Fibreplast® System-ის გამოყენებით.
  • სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (Stereotactic Body Radiation Therapy, SBRT)
  • ელექტრონებით დასხივება (Electron Beams)