ელისო წაქაძე

კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



კარდიოლოგი ელისო წაქაძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია. მას მედიცინაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

კარდიოლოგია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა, რომელიც ითვალისწინებს კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას გადაუდებელ თუ გეგმიურ რეჟიმში.

პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები, კერძოდ, ეკგ მონიტორინგი ჰოლტერის მეთოდით და ტრედმილზე დატვირთვის ტესტი, არტერიული წნევის ამბულატორიული მონიტორინგი

.

საავადმყოფოში შესაძლებელია ფუნქციური დიაგნოსტიკის ჩატარება, მათშორის:

  • ელექტროკარდიოგრამა;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • სელექტიური კორონაროგრაფია.

 

პაციენტებს 24 საათის განმავლობაში, როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ  ნებისმიერი სირთულის კარდიოინტერვენციული და კარდიოქირურგიული მომსახურება. მათ შორის:

  • ინტერვენციულიჩარევები - ბალონირებადასტენტირება;
  • აორტო-კორონარულიშუნტირება;
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია; 
  • გულის სიმსივნეების ქირურგია; 
  • აორტის ქირურგია.