ელენე კობიაშვილი

მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



ელენე კობიაშვილი ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ონკოგინეკოლოგია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 34 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

ელენე კობიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა სტაჟირება ჯერ ბერლინსა და მოსკოვში, შემდეგ კი კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში. 2017 წლიდან ის მუშაობს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.

 

ის გახლავთ 38 სამეცნიერო სტატიის თანაავტორი, ხოლო 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, კიბოს საერთაშორისო ასოციაციისა და ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების წევრი, ადგილობრივი  და  საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე,  სპიკერი, კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტების წევრი. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ონკოლოგიასა და მეანობა-გინეკოლოგიაში.

 

აღსანიშნავია, რომ ელენე კობიაშვილი არის ერთადერთი , ვინც თავად ატარებს ნეოადიუვანტურ ქიმიოთერაპიას და ახორციელებს ოპერაციულ ჩარევას .(და  პირიქით -ატარებს ოპერაციას და შემდეგ ადიუვანტურ ქიმიოთერაპიას).

 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალში სრულდება შემდეგი გინეკოლოგიური ოპერაციები (როგორც არაონკოლოგიური, ისე ონკოლოგიური დიაგნოზებით) ვულვის, საშვილოსნოს ყელის, საშივლოსნოს ტანის, საკვერცხეების , ფალოპის მილების ავთვისებიანი სიმსივნეების გამო:

 

  • ჰისტერექტომია დანამატებთან ერთად;
  • თეძოს და პარააორტული ლიმფოდისექცია;
  • ომენტექოტმია (დიდი ბადექონის მოკვეთადა არა რეზექცია);
  • პერიტონეუმექტომია;
  • რადიკალური ჰისტერექტომია;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
  • ვულვექტომია;
  • წინა, უკანა, ტოტალური ეგზენტერაცია და სხვ.

 

ასევე  პაციენტები იღებენ მაღალკვალიფიციურ ამბულატორიულ მომსახურებას, ხდება მასალის აღება ციტოლოგიური, პათომორფოლოგიური კვლევებისთვის:

  • უკანა თავის პუნქცია;
  • წარმონაქმნების პუნქცია.
  • მცირეინვაზიური პროცედურები (საშვილოსნოს ყელის არხის, საშვილოსნოს ღრუს კურეტაჟი, საშვილოსნოს ყელის ექსციზია და კონიზაცია), ჰისტეროსკოპია;
  • რადიკალური ჰისტეროქტომია თეძოსა და პარააორტული ლიმფადენექტომიით;

 

ტარდება ლაპაროსკოპიული და ლაპაროტომიული ოპერაციები ჩვენების მიხედვით, შემდეგი დიაგნოზების გამო :

  • საკვერცხის კისტა, საშვილოსნოს გარეშე ორსულობა, საკვერცხის კისტის შემოგრეხა, კისტის გასკდომა და სხვ.
  • მიომექტომია, საშვილოსნოს შენარჩუნება;
  • ჰისტერექტომია;
  • კოლპოპექსია;

 უკვე მე-6 წელია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში წარმატებით ტარდება ქიმიოთერაპია.