ეკა კანდელაკი

ამბულატორიის განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



ეკა კანდელაკიარის მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ეკა კანდელაკმა 1989 წ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი,  პოსტდიპლომური განათლება მიღებული აქვს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფის რეზიდენტურასა და  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტის ასპირანტურაში სპეციალობით კლინიკური იმუნოლოგია. 1994-2008 წლებში მუშაობდა მ. გურამიშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ჯერ ექიმ პედიატრიად და შემდეგ დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელად. 2006 წლიდან არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, ხოლო 2017 წელს კი  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. 2008 წლიდან მუშაობს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერ ექიმ პედიატრიად ბავშვის გლობალური განვითარების ცენტრში, ხოლო შემდეგ კი ამბულატორიული დეპარტამენტის  ხელმძღვანელია.  

ეკას  გავლილი აქვს ტრენინგები ბავშვთა ადრეული განვითარების, ნეონატალური რეანიმაციის, უხშირესი დაავადებების მართვის საკითხებზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამჟამად არის გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტი ადრეული განვითარების საკითხებზე  და საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული გაიდლაინების საბჭოს წევრი.

ეკამ  2006 წელს დიაცვა საკანდიდატო დისერტაცია და  მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 123 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 59 რეფერირებად გამოცემებში, ხოლო 23 იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო საერთაშორისო ჟურნალებში. აგრეთვე არის 5 ეროვნული გაიდლაინის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული  რამდენიმე მეთოდური რეკომენდაციისა და სახლემძღვანელოს შემუშავებაში.

ეკას ინტერესების ძირითადი სფეროებია რესპირაციული მედიცინა, ბავშვის ადრეული განვითარება და განვითარების შეფასება, ასევე განვითარების პრობლემები ადრეულ ასაკში და ქცევითი პრობლემები მოზარდობისას.

ეკა კანდელაკი  ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „პედიატრია“.