დავით რეხვიაშვილი

პედიატრი

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 21



დავით რეხვიაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო და დიპლომისშემდგომი სწავლება სხვადასხვა მიმართულებით განაგრძო.ფლობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიასა და ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში. ასევე, მოპოვებული აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის სახელმწიფო სერტიფიკატი.

2000 წლიდან ის ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „ პედიატრის“ ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელია. ასევე, 2011 წლიდან უჭირავს ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის პოზიცია. 18-წლიანი სამედიცინო გამოცდილების პერიოდში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშობდა. მათ შორის, იყო მიმღებ-საკონსულტაციო განყოფილების უფროსი ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში და მუშაობდა ეუთოს (OSCE) მისიის სამედიცინო სამსახურის ექიმის თანამდებობაზე.

დავით რეხვიაშვილი პროფესიულთან ერთად, საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. ამჟამად კითხულობს ლექციებს პედიატრიისა და ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებებით. ასევე, მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში.