დავით ჯუღელი

გასტროენტეროლოგი

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2



რომელსაც სამედიცინო სფეროში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

ჰოსპიტალშიხორციელდება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა:

  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პათოლოგიები; ნაღველკენჭოვანი დაავადება; პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
  • საყლაპავისა და კუჭის დაზიანებები -  ახალაზია; გასტროეზოფაგური რეფლუქსი; ეზოფაგური სტრიქტურა; ეზოფაგიტი, სხვადასხვა სახის საყლაპავის ლორწოვანის პათოლოგიის მართვა; გასტრიტი (მწვავე და ქრონიკული) და გასტროპათიები; გასტროინტესტინური სისხლდენები; ჰელიკობაქტერ პილორის დიაგნოსტიკა და ერადიკაცია; ეროზიული წყლულოვანი გასტროდუოდენიტი; კუჭისა და 12-გოჯას წყლულოვანი დაავადებები;
  • ნაწლავის დაზიანებები - ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება; წვრილი და მსხვილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიები; დიარეა; ყაბზობა; გაღზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა ფუნქციური ნაწლავური დარღვევები; ნაწლავის არასპეციფიური ანთებითი დაავადებები მათ შორის  წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
  • ღვიძლის დაავადებები - მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები; ღვიძლის ქრონიკული არავირუსული პათოლოგიები; ღვიძლის გაცხიმოვნება; ღვიძლის მოცულობითი წარმონაქმნები; ციროზი;
  • პანკრეასის დაავადებები - მწვავე და ქრონიკული არაქირურგიული პანკრეატიტი; პანკრეასული კისტები და პანკრეასის სხვა წარმონაქმნები.