დავით ჯმუხაძე
ყბა-სახის ქირურგი
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 25
დავით ჯმუხაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ რეზიდენტურა ყბა-სახის ქირურგის სპეციალობით გააგრძელა. სხვადასხვა დროს სტაჟირება გაიარა გერმანიისა და ავსტრიის საუნივერსიტეტო კლინიკებში.
დავით ჯმუხაძეს სამედიცინო სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელია. დავით ჯმუხაძე პაციენტებს სთავაზობს შემდეგი სახის სერვისებს:
- ყბა-სახის ქირურგიული თანდაყოლილი პათოლოგიების რეკონსტრუქციული ოპერაციები
- ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების სიმსივნური და სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნების, ასევე ტრამვების და პოსტრამვული დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა
- კბილიდან განვითარებული მწვავე და გეგმიური პათოლოგიების მკურნალობა,
- სისხლძარღვოვანი სიმსივნეების (ჰემანგიომა) და მალფორმაციების მკურნალობა
- სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიებისა და საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დაავადებების მკურნალობა.