დავით ელგანდაშვილი

ზოგადი ქირურგი

კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48



ზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის წევრი, გრიგოლ მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წვერი დავით ელგანდაშვილი კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

,,ვაკეთო სიკეთე და არაფერი სიკეთის გარდა!’’

 

ექიმის კულტი ჩემს წარმოდგენაში ბავშვობიდანვე არსებობდა. ყოველდღიურად, უამრავი ადამიანის მნიშვნელოვანი  ცხოვრებისეული ეტაპის თანამონაწილე ვხდები და ყოველთვის ვგრძნობ, რომ მათთვის ჩემი  სიტყვა, გაღიმება და  გამხნევება დიდი სტიმულია.’’

,,კარაპს მედლაინის’’ მ.კილაძის სახელობის  ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი პაციენტებს სრულფასოვან, პერსონალიზირებულ, კომპლექსურ და სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურეობას სთავაზობს:

ლაპაროსკოპიული ოპერაციები მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიის დროს:

  • ნაღვლკენჭოვანი დაავადებები
  • ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი
  • მწვავე და ქრონიკული აპენდიციტი
  • საყლაპავის თიაქარი
  • საყლაპავის აქალაზია
  • საყლაპავის ქვედა მესამედის დივერტიკული
  • კუჭისა და თორმეტგოჯას კეთილთვისებიანი დაავადებები
  • ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტული კისტები, კეთილთვისებიანი მარგინალური წარმონაქმნები
  • ელენთის დაავადებები და დაზიანებები
  • პანკრეასის კისტები
  • პანკრეასის კუდის სიმსივნე
  • პანკრეასის ინსულინომა
  • წვრილი ნაწლავის დაავადებები
  • მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები
  • ლიმფადენოპათიები
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები
  • თირკმლის კისტები
  • საზარდულის, ვენტრალური და ჭიპის თიაქარი
  • სიმსუქნე
  • აორტის ფაშვის ღეროს კომპრესია
  • დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია

 

ღია ოპერაციები:

  • ღია წესით ოპერაციები ტარდება, ზემოთ აღნიშნული ყველა სახის დაავადების დროს
  • მუცლის ღრუს ნებისმიერი პათოლოგიის მოცულობითი და რეკონსტრუქციული ოპერაციები (ღვიძლსა და სანაღვლე გზებზე, პანკრეასსა და კუჭნაწლავის ტრაქტზე)
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები