დავით ცეცხლაძე
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი, პროფესორი
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
დავით ცეცხლაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტურა სპეციალობით − სამედიცინო რადიოლოგია და რენტგენოლოგია. ის ფლობს სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატს რადიოლოგიაში და სუბსპეციალობაში − კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა. დავითი მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რადიოლოგიისა და ფუნქციონალური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელად, ამჟამად კი რადიოლოგიის სამსახურის გარდა, სარეზიდენტო პროგრამა „რადიოლოგიას“ ხელმძღვანელობს; გახლავთ რენტგენოდიაგნოსტიკის მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი და ასევე საქართველოსა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი.