დარინე მაჭავარიანი

ექიმი-ნეფროლოგი

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. თელავი, ვ. სეხნიაშვილის 1



დარინე მაჭავარიანი, თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი-ნეფროლოგია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს.

ის ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ნერგავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი 15 წლიდან ასაკის პაციენტებს თირკმლის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი კვლევები, როგორიცაა:

  • ულტრასონოგრაფია;
  • ექსკეტორული უროგრაფია:
  • კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და მის გარეშე:
  • ლაბორატორიული კვლევები;

განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:

  • თირკმლის შარდ-კენჭოვანი დაავადებები;
  • მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის მილაკებისა და მიმდებარე ქსოვილის ანთება);
  • დიაბეტური ნეფროპათია;
  • პოდაგრული ნეფროპათია;
  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;

 

კლინიკაში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება.  თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების დროს გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპია-ჰემოდიალიზი.

აღსანიშნავია, პაციენტის მართვაში მულტიპროფილური გუნდის ჩართულობა. პროცესში ნეფროლოგთან ერთად საჭიროებისამებრ ერთვებიან: რეანიმატოლოგი, თერაპევტი, უროლოგი, რადიოლოგი და გადაუდებელი დახმარების ექიმი.