დალი მებონია

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



დალი მებონია ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტოს ჰოსპიტლის ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს.

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნევროლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს მწვავე ინსულტის ეფქტურ და სწრაფ მართვას თანამედროვე მეთოდებით. ასევე თავის ტვინის, ზურგის ტვინის  და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით გამოწვეული დაავადების მკურნალობას. ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის დახმარებით, დღესდღეობით ჩატარებულია არაერთი წარმატებული ოპერაცია.

ნევროლოგიური განყოფილება პაციენტებს სრულ სერვისს სთავაზობს, რომელიც მოიცავს ნევროლოგიურ დარღვევათა სრულყოფილ ეფექტურ დიაგნოზირებასა და მართვას, რაც გულისხმობს:

  • მწვავე ინსულტის მართვა
  • თავის და სახის ტკივილი
  • ძილის დარღვევები
  • თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევები
  • ხერხემლის ტკივილი
  • ეპილეფსია
  • პარკინსონის დაავადება
  • ალცაიმერის დაავადება
  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებები
  • ნეიროონკოლოგია
  • ნეიროოფთალმოლოგია
  • ქრონიკული ტკივილის მართვა
  • ქცევითი დარღვევები