ციცინო ფარულავა

პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 25



პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, ციცინო  ფარულავა, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ბავშვთა გასტროენტეროლოგია. მას პედიატრად  35 წლიანი და ბავშვთა გასტროენტეროლოგად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

ციცინო ფარულავამ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1983-86  წლებში ასპირანტურა ქალაქ მოსკოვში.  არის ექსპერტი ბავშვთა გასტროენტეროლოგიის დარგში, საქართველოს პედიატრთა აკადემიის და ნეონატოლოგთა ასოციაციის, ევროპის ცისტური ფიბროზის საზოგადოების წევრი.

 ც. ფარულავა პროფესიული საქმიანობის პარალელურად აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაშიც,  იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ მუშაობას. არის პ.შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი და  ასოცირებული პროფესორი,   კორპორაცია ევექსის პოსტდიპლომური სწავლების  (რეზიდენტურის)  პროგრამების ხელმძღვანელია პედიატრიის და ბავშვთა გასტროენტეროლოგიის მიმართულებით.

ც. ფარულავა მუდმივად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. ის არის 43 სამეცნიერო ნაშრომის და არაერთი პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობს საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში.

ი.ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ის ემსახურება პაციენტებს შემდეგი პათოლოგიებით:

  • საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები
  • ნაწლავების მწვავე და ქრონიკული დაავადებები მათ შორის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება
  • ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის დაავადებები
  • ცელიაკია
  • ქრონიკული ყაბზობა და ქრონიკული დიარეა, ენკოპრეზი
  • კვების ქრონიკული მოშლა
  • მალაბსორბციით მიმდინარე დაავადებები