ბესიკ შაკაია

გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206



ბესიკ შაკაია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგი და გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

ბესიკ შაკაიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურის კურსი მეან-გინეკოლოგიაში, გაიარა უკრაინა-ლუგანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებებსა და კონფერენციებში.

 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგიური განყოფილება, პაციენტებს სთავაზობს უახლესი გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით შემუშავებულ მშობიარობის მართვის სრულ სპექტრს, კერძოდ:

  • ყველა სირთულის საკეისრო კვეთა;
  • გაუტკივარება;
  • ორსულთა მართვა;
  • გინეკოლოგიური ოპერაციები : ჰისტერექტომია, ვაგინალური ჰისტერექტომია, ყველა სახის ლაპარასკოპიული ოპერაციები, ონკოგინეკოლოგია.