ბექა ხაჭაპურიძე
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა
ბექა ხაჭაპურიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ბავშვთა და მოზრდილთა ყბა-სახის ქირურგი.
ბექახაჭაპურიძემ აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი სწავლება აღნიშნული სუბსპეციალობით განაგრძო. კვალიფიკაცია უკრაინაში, ოდესის სამხედრო ჰოსპიტალში აიმაღლა და გაიარა გადამზადების კურსები გერმანიაში.
ყბა-სახის ქირურგია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა, რომელიც ითვალისწინებს ყბა-სახის მიდამოს ყველა ტიპის პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას ურგენტულ თუ გეგმიურ რეჟიმში.აღნიშნული მიმართულებით ხელმისაწვდომია ყბა-სახის ქირურგია, პირის ღრუს ქირურგია და დენტალური იმპლანტოლოგია. ოპერაციები ტარდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული საერთაშორისო სტანდარტებით. ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
- ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები (ოდონტოგენური და არაოდონტოგენური);
- კბილების ამოჭრის დარღვევები;
- რბილ და მაგარ ქსოვილთა ტრავმული დაზიანებები (სახის ძვლების მოტეხილობები);
- პირის ღრუსა და ყბა-სახის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები;
- ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი კისტები და ხვრელარხები
- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები;
- სანერწყვე ჯირკვლებისა და ნერვების დაავადებები და დაზიანებები;
- რბილ და მაგარ ქსოვილოვანი დეფექტების აღდგენით-რეკონსტრუქციული ქირურგია;
- ძვლოვანი აუგმენტაცია;
- დენტალური იმპლანტაცია.