ბექა ქორიძე

ყბა-სახის ქირურგი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



ბექა ქორიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ბავშვთა და მოზრდილთა ყბა-სახის ქირურგი.

 

ბექაქორიძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეზიდენტურა მინსკში, ბელარუსიის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში გაიარა. ასევე, მან წარმატებით დაასრულა რეზიდენტურის დამატებითი მოდული ყბა-სახის მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის მიმართულებით. იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

ყბა-სახის ქირურგია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა, რომელიც ითვალისწინებს ყბა-სახის მიდამოს ყველა ტიპის პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას ურგენტულ თუ გეგმიურ რეჟიმში. აღნიშნული მიმართულებით ხელმისაწვდომია ყბა-სახისქირურგია, პირის ღრუს ქირურგია და დენტალური იმპლანტოლოგია. ოპერაციები ტარდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული საერთაშორისო სტანდარტებით. ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

  • ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები (ოდონტოგენური და არაოდონტოგენური);
  • კბილების ამოჭრის დარღვევები;
  • რბილ და მაგარ ქსოვილთა ტრავმული დაზიანებები (სახისძვლების მოტეხილობები);
  • პირის ღრუსა და ყბა-სახის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები;
  • ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი კისტები და ხვრელარხები
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები;
  • სანერწყვე ჯირკვლებისა და ნერვების დაავადებები და დაზიანებები;
  • რბილდა მაგარქსოვილოვანი დეფექტების აღდგენით-რეკონსტრუქციული ქირურგია;
  • ძვლოვანიაუგმენტაცია;
  • დენტალურიიმპლანტაცია.