ანზორ მიქელაძე

ქირურგიის სამსახურის უფროსი

ქობულეთის ჰოსპიტალი. ქობულეთი, აბაშიძის ქ.18



ზოგადი ქირურგი და ონკოლოგი, ანზორ მიქელაძე ქობულეთის ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ზოგადი ქირურგის პოზიციაზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი პაციენტებზე ზრუნვა და მათი ნდობის მოპოვებაა.

 

ქობულეთის ჰოსპიტლის ქირურგიულ სამსახურში წარმატებით  ხორციელდება ნებისმიერი სირთულის გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები თანამედროვე სტანდარტებით, როგორიცაა:

 

  • მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიების გადაუდებელი ოპერაციები 24 საათიან რეჟიმში. მათ შორის:
  1. ოპერაციები ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე;
  2. ჯუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების (სისხლდენისა და პერფორაციის დროს) ოპერაციული ჩარევები;
  3. სხვადასხვა ეტიოლოგიის პერიტონიტის ქირურგიული მკურნალობა;
  4. ნაწლავთა გაუვალობის ქირურგიული მკურნალობა (ნაწლავის რეზექცია, მარცხენა და მარჯვენა ჰემიკოლექტომია, სტომის გამოტანა და ა.შ.);
  5. ოპერაციები სხვადასხვა თიაქარის ჩაჭედვის დროს;
  6. ოპერაციები მუცლისა და გულმკერდის ღრუს დახურული ტრავმების დროს:

(ჰეპატორაფია, ღვიძლის რეზექცია, სპელექტომია, პულმორაფია, ფილტვის რეზექცია, დიაფრაგმის დეფექტის ჭრილობის აღდგენა,  პლევრის ღრუს დრენირება, გულის, მიოკარდიომის ჭრილობის გაკერვა და სხვა)

  • მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიების გეგმიური და ონკოლოგიური ოპერაციები, მათ შორის:
  1. ოპერაციები ყველა სახის თიაქარის დროს (საპროტეზო მასალის ინპლანტაციით)
  2. ოპერაციები ონკოლოგიური პათოლოგიების დროს (გასტრეტომია, ნაწლავის რეზექციები სიმსივნურ წარმონაქმნებთან ერთად, მარჯვენა, მარცხენა ჰემიკოლექტომია, ჰეპატიკოიეუნო ანასტანოზი სანაღვლე სადინარის სიმსივნის დროს, ღვიძლის რეზექცია);
  3. ბარიატრიული ოპერაცია (სლივ გასტრექტომია);
  4. თირეოიექტომია (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს).