ანაიდ აპოზიან

ახალქალაქის ჰოსპიტალი. ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ.31



ანაიდ აპოზიანი ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ავირჩიე ეს პროფესია. ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, მრავლადაა სირთულეები, თუმცა ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში დავეხმარო ადამიანებს და გადავარჩინო მათი სიცოცხლე“

ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიური განყოფილება პაციენტებს სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. რომელთა შორისაა:

  • პაციენტის წინასაოპერაციო შეფასება და მომზადება;
  • პაციენტის პერიოპერაციული მართვა და მონიტორინგი,
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდის მართვა
  • პოსტოპერაციული ქრონიკული ტკივილის მართვა
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.