ალექსანდრე კალანტაროვი

კლინიკა „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48



ალექსანდრე კალანტაროვს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაირა კლინიკური ორდინატურის კურსი ქირურგიაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. მას ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგი და კურსი; მუშაობდა თურქეთში, სამედიცინო ცენტრ „სანკოში“, პლასტიკური ქირურგის თანამდებობაზე. ალექსანდრე კალანტაროვი 46 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი გამოგონების ავტორია.