ალექსანდრე კალანტაროვი
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი
კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კალანტაროვი კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ ესთეტიური და პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია.
მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 32 წლიანი გამოცდილება აქვს.
“პლასტიკური ქირურგის მაღალი ოსტატობა და პროფესიონალიზმი - თქვენი ესთეტიური სრულყოფილების საწინდარია!”
,,კარაპს მედლაინის’’ პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილება პაციენტებს სრულფასოვან, პერსონალიზირებულ, კომპლექსურ და სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურეობას სთავაზობს:
- ცხვირის პლასტიკა (მათ შორის სუნთქვის აღდგენითი ოპერაციები და განმეორებითი რეკონსტრუქციული სეპტორინოპლასტიკა)
- ქუთუთოების პლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების, მათ შორის Foxy Eyes)
- წარბების ლიფტინგი
- სრული სახისა და კისრის ლიფტინგი (მათ შორის SMAS კუნთოვანი ქსოვილების ლიფტინგი უახლესი ენდოსკოპიური მეთოდის გამოყენებით)
- ტუჩების პლასტიკა (მათ შორის ბულჰორნ-პლასტიკა, მოცულობისა და ფორმის კორექცია)
- ყურის პლასტიკა (მიზიდვა, ყურის ნიჟარის ფორმის/ზომის კორექცია)
- ორთოგნატიული ოპერაციები (ყბების დეფორმაციებისა და თანკბილვის კორექცია)
- თავის ქალის ფორმის კორექცია
- ნიკაპის, ყბებისა და ყვრიმალების პლასტიკა (როგორც იმპლანტებით, ასევე ძვლოვანი რემოდელინგით)
- მკერდის პლასტიკა (გადიდება, აწევა, დაპატარავება)
- გინეკომასტიის ქირურგიული მკურნალობა მამაკაცებში
- მუცლისა და ტორსის პლასტიკა (მათ შორის წრიული ბოდილიფტინგი)
- დუნდულების პლასტიკა (იმპლანტებით, Brazilian Butt Lift, ცხიმის გადანერგვა და სხვა)
- ბარძაყებისა და მკლავების სრული პლასტიკა
- წვივების პლასტიკა (იმპლანტებით და ცხიმის გადანერგვით)
- ლიპოსკულპტურინგი (სხეულის კონტურული კორექცია)
- ლიპოსაქცია/ლიპოფილინგი
- ინტიმური ქირურგია (ქალბატონებსა და მამაკაცებში)
- მტევნებისა და ტერფების პლასტიკა (მათ შორის ე.წ. ცერა თითის ვალგუსური დეფორმაციის [Hallux Valgus] ქირურგიული მკურნალობა)
- სქესის შეცვლის ნებისმიერი მოცულობის ოპერაციები
რეკონსტრუქციული მიკროქირურგია:
- სახის თანდაყოლილი (მათ შორის ტუჩისა და სასის) ნაპრალის ქირურგიული მკურნალობა
- ცხვირის ნებისმიერი სირთულის თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების ქირურგიული მკურნალობა
- ყურის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა
- მკერდის რეკონსტრუქცია (მოკვეთილი ან დაზიანებული მკერდის აღდგენა)
- ზედა და ქვედა კიდურების რეკონსტრუქცია (მათ შორის თანდაყოლილი დეფორომაციებისა და შეძენილი დაზიანებების ან ტრავმების ფონზე)
- სახისა და ყბების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების მკურნალობა სტრუქტურული და ფუნქციური აღდგენით
- ნაწიბუროვანი დეფორმაციების პლასტიკა
- დამწვრობით გამოწვეული კანისა და რბილქსოვილოვანი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა
- ტროპიკული წყლულებისა და ნაწოლების ქირურგიული მკურნალობა
- ჰიპოსპადიის გართულებული მდგომარეობების ქირურგიული მკურნალობა
- გარე სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ანომალიებისა და შეძენილი დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა