ლევან კოხრეიძე

ანგიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



ლევან კოხრეიძე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი ანგიოქირურგი, რეგიონში ანგიოლოგიური სერვისის დამფუძნებელი და ანგიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 28წლიანი გამოცდილება აქვს.

ლევან კოხრეიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომის შემდგომი სწავლება სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში სისხლძარვთა ქირურგიის მიმართულებით განაგრძო. ინტერნატურა გავლილი აქვს ბათუმის რეპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიის დეპარტამენტში. ის ფლობს სერტიფიკატებს 2020 - NIDA Clinical Trials Network GCP და 2021 - NIDA Clinical Trials Network GCP.ასევე, მონაწილეობდაარაერთ კლინიკურ კვლევაში, მათ შორის : პროტოკოლი BCRU/12/BEM-DVT/001, ქირურგია, ფაზა III, თანამკვლევარი; FM71 უროლოგია ფაზა  III, SI  და სხვ.

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას, ვიზრუნო ადამიანების ჯანმრთელობაზე.“

აჭარის რეგიონში სტაციონალური და ამბულატორიული ანგიოქირურგიული სერვისის მიღება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია შესაძლებელი. თანამედროვე საოპერაციოებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით უზრუნველყოფილ კლინიკაში 24 საათის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა, მათ შორის:

  • ანგიოგრაფია;
  • CT ანგიოგრაფია;
  • დოპლეროგრაფია.

აქვე ხორციელდება ნებისმიერი სირთულის შემდეგი ოპერაციები:

ღია ოპერაციები:

  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის ლიკვიდაცია - ხაზოვანი პროთეზირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის ლიკვიდაცია - აორტობიფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტიც ლიკვიდაცია - აორტომონოფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • აორტოფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  • ჯვარედინი ფემოროფემორალური შუნტირება;
  • ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება აუტოვენით/ხელოვნური პროთეზით;
  • შიგნითა საძილე არტერიის შუნტირება აუტოვენით;
  • სადიალიზო ტიპის შუნტისა და ფისტულის ფორმირება;
  • ქვემო კიდურების ლიმფოვენური სისტემის ოპერაციული და კონსერვატიული (მცირეინვაზიური) მეთოდებით მკურნალობა.

ენდოვასკულარული ოპერაციები:

  • მუცლის ინფრარენული სეგმენტის სტენტგრაფტირება;
  • მუცლის ინფრარენული სეგმენტისა და თეძოს არტერიების სტენტგრაფტირება;
  • თეძოს არტერიების სტენტირება;
  • ბარძაყის არტერიების სტენტირება.

ჰიბრიდული ოპერაციები:

  • თეძოს არტერიის სტენტირება, ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება.