გაგა ბეგიაშვილი

ნეიროქირურგი

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. თელავი, ვ. სეხნიაშვილის 1



გაგა ბეგიაშვილი თელავის რეფერალური ჰოსპიტალის ნეიროქირურგი და ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის სამსახური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ბაზით, რომელიც პაციენტს ნებისმიერი ნეიროქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს, მათ შორის:

  • მალთაშუა დისკის თიაქრის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა;
  • ხერხემლის სპინალური სტენოზის  კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა;
  • ხერხემლის მალის ჰემანგიომის დიაგნოსტიკა, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა;
  • ხერხემლის სპონდილოლისთეზის ქირურგიული მკურნალობა;
  • ხერხემლის მალის მოტეხილობის მკურნალობა როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდით;
  • ხერხემლის  მალების ტრავმული დაზიანების მკურნალობა;
  • ზურგის ტვინის სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა;
  • თავის ტვინის სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა;
  • თავის ქალას ტრავმული დაზიანების ქირურგიული მკურნალობა;
  • თავის ქალას ძვლოვანი დეფექტის პლასტიკას 3D ინპლანტის გამოყენებით;
  • თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგების მკურნალობა.