სიცოცხლის ელჩები
2022 წლის გამარჯვებული ნომინანტები გამოვლინდებიან 2023 წელს
სიცოცხლის ელჩების ღონისძიებაზე
ჯამში შემოსული ხმების რაოდენობა:
3616
წესები
ხმის მიცემის წესები
- ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ევექსი-ჰოსპიტლების თანამშრომლების მიერ, ხმის მიცემის საფუძველზე.
- თანამშრომელს საშუალება ექნება საკუთარი პირადი ნომრის გამოყენებით, ხმა მისცეს რჩეულ ნომინანტს
- ხმის მიცემის პერიოდი განისაზღვრება 2023 წლის 24 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით.
- თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება თითოეულ ნომინაციაში მხოლოდ ერთ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. (მისცეს ხმა)
გთავაზობთ ხმის მიცემის პროცედურის ეტაპებს სქრინების სახით:
ხმების დათვლის პრინციპი:
- ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ყველა ჰოსპიტლის თანამშრომელი და სათავო ოფისი.
- მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ხმის დათვლის პროცესში იქნება ჰოსპიტლის თანამშრომელთა ჩართულობა, რომელსაც მიეკუთვნება შესაბამისი ქულა ჩართულობის პროცენტის მიხედვით. დაწესებულების თანაშრომელთა ხმათა უმრავლესობით გამოვლენილ ნომინანტს მიენიჭება ჩართულობის პროცენტი, რომელიც კონკრეტული ქულებით განისაზღვება.
• 90% და მეტი ჩართულობა - 2 ქულა
• 80% და მეტი ჩართულობა - 1.75 ქულა
• 60% და მეტი ჩართულობა - 1.5 ქულა
• 50% და მეტი ჩართულობა - 1 ქულა
• 20% და მეტი ჩართულობა - 0.75 ქულა
• 0% და მეტი ჩართულობა - 0.5 ქულა
- კონკრეტული ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდება ჯამურად ყველა ჰოსპიტლიდან მიღებული ქულების საფუძველზე (ყველაზე მეტი ხმა + ჩართულობის კოეფიციენტი).
- თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ნომინანტს, რომელსაც ექნება ყველაზე მეტი ჯამური ხმა მიღებული არა საკუთარი დაწესებულებიდან (მოხდება ხმების ინდივიდუალური დათვლა).