ონკოლოგია/ჰემატოლოგია

ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო ონკოლოგიური დაავადებების გაუმჯობესებული კლინიკური მართვის უზრუნველყოფასა და ქსელში უახლესი სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის სისტემის დანერგვას ემსახურება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ქსელში პაციენტების ნაკადის სწორი მართვა და პირველადი ჯანდაცვის რგოლებიდან მათი ჰოსპიტლებამდე რეფერირება. კლინიკური ბორდი, რომელშიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპეციალისტები ერთიანდებიან, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ონკოლოგია-ჰემატოლოგიური მიმართულების გაძლიერების პროცესში.


სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს უპირველეს ამოცანას მკურნალობის ერთიანი სტანდარტიზაცია წარმოადგენს, რაც უახლესი გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემოღებას, სერვისების განვითარებასა და კადრების გადამზადებას ითვალისწინებს. ქსელში მუდმივად ტარდება სწავლება/ტრენინგები ლექციებისა თუ პროტოკოლების გაცნობის სახით. გარდა ამისა, ექსპერტთა საბჭოს წევრები მართავენ კონსილიუმებს და ერთობლივად მუშაობენ განსაკუთრებით რთულ სამედიცინო შემთხვევებზე.




სიახლეები

ყველას ნახვა
06 ოქტომბერი, 2021

კლინიკური საბჭო ევექსი ჰოსპიტლებში

16 სექტემბერი, 2021

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს

16 სექტემბერი, 2021

ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

16 სექტემბერი, 2021

უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციები სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრების ჩართულობით