კარდიოლოგია/კარდიოქირურგია

კარდიოლოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო ქსელში ამ მიმართულებით სერვისების განვითარებისა და მკურნალობის გზების გაძლიერებისკენ არის მიმართული. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება უახლესი საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებისა და სპეციალისტების გადამზადების პროცესი. ასევე, კლინიკური ბორდის წევრების ჩართულობით ტარდება მაღალპროფესიონალური კონსულტაციები ქვეყნის 6 რეგიონში.


სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრები კონსილიუმის ფორმატში განიხილავენ განსაკუთრებულად რთულ სამედიცინო შემთხვევებს, რაც საუკეთესო გამოსავლის გარანტიაა. ასევე, ტარდება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, მუშავდება საერთაშორისო გაიდლაინები და პროტოკოლები და მიმდინარეობს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის პროცესი.




სიახლეები

ყველას ნახვა
07 დეკემბერი, 2021

ევექსი ჰოსპიტლების კარდიობორდმა დასავლეთ საქართველოში უფასო კონსულტაციები ჩაატარა

06 ოქტომბერი, 2021

კლინიკური საბჭო ევექსი ჰოსპიტლებში