ბლოგი

ნახეთ ვრცლად

02 სექტემბერი, 2022

სრულფასოვანი პედიატრიული მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალია რეგიონში, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს და ადგილობრივ მოსახლეობას პედიატრიული მიმართულებით მულტიპროფილურ სერვისებს აწვდის. ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში ხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ნერვული, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი თუ საშარდე სისტემის პათოლოგიების მართვა.

ნახეთ ვრცლად

18 აგვისტო, 2022

მესამე დონის სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების სრულყოფილი სპექტრი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით სრულფასოვანი სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ქვეყანაში. მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი რისკის ორსულების მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას (პერინატალური პერიოდი მოიცავს მუცლადყოფნის 28 კვირიდან მშობიარობის პერიოდს და ახალშობილის პირველ შვიდ დღეს).