ბლოგი

ნახეთ ვრცლად

24 სექტემბერი, 2021

კაცმა, რომელსაც ტრანსპლანტაციის გარეშე 3 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, დონორი ღვიძლი შვილისგან მიიღო და გამოჯანმრთელდა

ეს არის C ჰეპატიტთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მამა-შვილის თავგანწირვის საოცარი ისტორია, რომელსაც კეთილი დასასრული აქვს. შუახნის მამაკაცს დაავადება 2008 წელს დაუდგინდა. მკურნალობა უშედეგოდ მიმდინარეობდა. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამოქმედდა, ის მასში იმედიანად ჩაერთო, თუმცა იმედი კვლავ გაუცრუვდა. საბედნიეროდ, უფრო წარმატებული აღმოჩნდა მკურნალობის მესამე კურსი, რომლის შედეგადაც მამაკაცმა დაავადება დაამარცხა.