ბლოგი

ნახეთ ვრცლად

06 ივლისი, 2020

პირველად საქართველოში იაშვილის კლინიკაში 1 წლის ბავშვს თავის ქალის რეკონსტრუქციული კრანიოპლასტიკა ჩაუტარდა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 1 წლის ბავშვი თავის ქალის გამოხატული დეფორმაციით შეიყვანეს. ჩატარებულმა კვლევებმა ქალა სარქვლის ადრეულ სტადიაზე გაძვალება გამოავლინა. პაციენტს ქალა-სარქვლის თანდაყოლილი მალფორმაცია, რთული ფორმის კრანიოსინოსტოზი დაუდგინდა. ეს არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ბავშვის თავის ქალის ძვლებს შორის არსებული სახსრები ნაადრევად, თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბებამდე იხურება