12 აგვისტო, 2022

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული სამსახური

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული სამსახური

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს 24 საათიანი მძლავრი ნეიროქირურგიული სამსახური, რომელიც პაციენტებს  სთავაზობს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია 24/7-ზე ხელმისაწვდომი რადიოლოგიური განყოფილება, სადაც ტარდება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევა, როგორიცაა: თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით.

სტაციონარული მიმართულებით ხორციელდება ყველა ტიპის ქალა-ტვინის ტრავმისა (ტრავმული ეპიდურული, სუბდურული, კეროვანი თავის ტვინის ტრავმა, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება)  და ინსულტის (მაღალი წნევის ფონზე განვითარებული სისხლჩაქცევა, დიდი და მცირე სისხლძარღვის ოკლუზიით გამოწვეული იშემიური ინსულტი) მართვა.

როგორც აღვნიშნეთ, კლინიკაში შესაძლებელია, პაციენტმა მიიღოს ნეიროქირურგის ამბულატორიული მომსახურება, რომელიც მოიცავს ექიმის კონსულტაციასა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს (წელის ქრონიკული ტკივილი, წელისა და კისრის მალთაშუა დისკის თიაქარი) სპინალურ ბლოკადას.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე ნეიროქირურგთა გუნდით, რომლის შემადგენლობაში შედიან:  ფრიდონ დევდარიანი, ბაქარ აბდალაძე და ლაშა ძოწენიძე. გუნდის ხელმძღვანელი კი იაგო ცერცვაძეა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მიღებული ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.