03 აგვისტო, 2020

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სიმსივნის ოპერაციული მკურნალობა ჩატარდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სიმსივნის ოპერაციული მკურნალობა ჩატარდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს პაციენტმა ხველებისა და გულმკერდის არეში ტკივილის ჩივილებით მიმართა. რენტგენოგრაფიამ გულმკერდის არესა და მარცხენა ფილტვში პერიფერიული წარმონაქმნი დააფიქსირა, რის შემდეგაც უფრო ზუსტი კვლევისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდა. სპეციალისტებმა ეჭვი ფილტვის სიმსივნეზე მიიტანეს.

შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, კავკასიის მედიცინის ცენტრში მოღვაწე მოწვეულმა რადიოლოგმა, გიორგი უბირიამ კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლქვეშ ბიოფსიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ბიოფსიამ ავთვისებიანი სიმსივნე ოფიციალურად დაადასტურა, რის შემდეგაც თორაკალურმა ქირურგმა, გიგა ფარფალიამ სიმსივნის ოპერაციული მკურნალობა ჩაატარა.

პაციენტი ამჟამად მკურნალობის კურსს გადის და პირადი ონკოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.