32 წლის პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. ინციდენტის შედეგად ქალი მე-2 სართულიდან ჩამოვარდა და ზურგის არეში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. წელის მალების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ წელისპირველი მალის კომპრესიული მოტეხილობა გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ მალების მოტეხილობა ხერხემლის ტრავმების ერთ-ერთი სახეა, რომლის ხარჯზეც არასტაბილური ხერხემალი ვითარდება და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა ჭანჭიკებითა და ღეროებით ხერხემლის ტრანსპედიკულური ფიქსაციის(TH12-L3) ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. პროცედურა პედიკულაში ჭანჭიკების ჩასმას და ხერხემლის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ქირურგიული მანიპულაციისას სულ 6 ჭანჭიკი იქნა გამოყენებული.
ოპერაცია ნეიროქირურგებმა, ზვიად მალაზონიამ და თორნიკე კლდიაშვილმა ჩაატარეს. ქირურგიულმა მკურნალობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პაციენტი ბინაზე ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე გაეწერა.