07 დეკემბერი, 2022

ზოგადი ქირურგიის სამსახური თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში

ზოგადი ქირურგიის სამსახური თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში

თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიის განყოფილება ნებისმიერი ასაკის პაციენტს გეგმიური და გადაუდებელი პათოლოგიების თანამედროვე ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს. დეპარტამენტში ხორციელდება:

  • მუცლის ღრუს ორგანოების გეგმიური და გადაუდებელი პათოლოგიების: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაავადებების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქირურგიული მკურნალობა;
  • მუცლის ღრუს ორგანოების გადაუდებელი ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა, მაგ., სიმსივნური გაუვალობა;
  • სისხლძარღვოვანი დაავადებების: ათეროსკლეროზული და დიაბეტური განგრენა - ოპერაციული მკურნალობა;
  • ტრავმული დაზიანებების მკურნალობა;
  • გადაუდებელი უროლოგიური და თორაკალური ქირურგია.

სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები და  ისეთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

  • რენტგენოგრაფია;
  • ულტრასონოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

ზოგადი ქირურგიის სამსახურში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. განყოფილებაში წარმატებით გამოიყენება მინი ინვაზიური და უსისხლო მკურნალობის მეთოდი  - ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა).

თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით, რომელსაც მედიცინის დოქტორი და სფეროში 42 წლიანი გამოცდილების მქონე ზოგადი ქირურგი, გურამ ძამუნაშვილი ხელმძღვანელობს.