03 აგვისტო, 2022

ზოგადი ქირურგიის მძლავრი სერვისი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში

ზოგადი ქირურგიის მძლავრი სერვისი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონის მასშტაბით მოქმედი ის სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ქირურგიული მიმართულებით ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების გუნდი მუშაობს და მოსახლეობას ამ მხრივ სრულფასოვან სერვისს სთავაზობს. ერთ-ერთი მძლავრია ზოგადი ქირურგიის მიმართულება, რომელიც ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი და სრულად ფარავს ამბულატორიულ თუ სტაციონარულ მომსახურებას. სადიაგნოსტიკო მიმართულებით ჰოსპიტალში ხელმისაწვდომიალაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრი,მათ შორის:

 

  • კომპიუტერულიტომოგრაფია;
  • ენდოსკოპიური კვლევები;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • რენტგენოგრაფია;

რაც შეეხება სტაციონარულ მიმართულებას, ამ მხრივ ქირურგიული ჩარევები ხორციელდება გეგმიურ და ურგენტულ რეჟიმში როგორც ღია წესით, ასევე - ლაპარასკოპიული მეთოდით. უფრო კონკრეტულად, აბდომინალური მიმართულებით ტარდება შემდეგი სახის ქირურგიული მანიპულაციები:

  • კუჭის რეკონსტრუქციული ოპერაციები;
  • ოპერაციები სანაღვლე გზებზე;
  • ოპერაციები მსხვილ ნაწლავზე;
  • ოპერაციები ყველა სახის თიაქრის მკურნალობის მიზნით და მრავალი სხვა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოსპიტალი წარმატებით მართავს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვაკლინიკიდანრეფერირებულ პაციენტებს. ზოგადი ქირურგიის განყოფილებას ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ზოგადი და ონკოქირურგი, მერაბ ერემეიშვილი ხელმძღვანელობს.