16 დეკემბერი, 2021

ყბა-სახის ქირურგიის სრულყოფილი სერვისი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის

ყბა-სახის ქირურგიის სრულყოფილი სერვისი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულება რეგიონში, რომელიც პაციენტებს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა ყბა-სახის ქირურგია, რომელიც ითვალისწინებსყბა-სახის მიდამოს ყველა ტიპის პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას ურგენტულ თუ გეგმიურ რეჟიმში.

აღნიშნული მიმართულებით ხელმისაწვდომია ყბა-სახის ქირურგია, პირის ღრუს ქირურგია და დენტალური იმპლანტოლოგია. ოპერაციები ტარდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული საერთაშორისო სტანდარტებით. უფრო დეტალურად, ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

O ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები (ოდონტოგენური და არაოდონტოგენური);
O კბილების ამოჭრის დარღვევები;
O რბილ და მაგარ ქსოვილთა ტრავმული დაზიანებები (სახის ძვლების მოტეხილობები);
O პირის ღრუსა და ყბა-სახის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები;
O ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი კისტები და ხვრელარხები
O საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები;
O სანერწყვე ჯირკვლებისა და ნერვების დაავადებები და დაზიანებები;
O რბილ და მაგარქსოვილოვანი დეფექტების აღდგენით-რეკონსტრუქციული ქირურგია;
O ძვლოვანი აუგმენტაცია;
O დენტალური იმპლანტაცია;

 

პაციენტებს ემსახურებიან გამოცდილი სპეციალისტები, ბექა ქორიძე და ბექა ხაჭაპურიძე, რომლებსაც ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით გააჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია. მათ შორის ბექა ხაჭაპურიძემ აკ. წერეთლისსახელმწიფოუნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი სწავლება აღნიშნული სუბსპეციალობით განაგრძო. კვალიფიკაცია უკრაინაში, ოდესის სამხედრო ჰოსპიტალში აიმაღლა და გაიარა გადამზადების კურსები გერმანიაში. ბექა ქორიძემ კი აკ. წერეთლისსახელმწიფოუნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეზიდენტურა მინსკში, ბელარუსიის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში გაიარა. ასევე, მან წარმატებით დაასრულდა რეზიდენტურის დამატებითი მოდული ყბა-სახის მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის მიმართულებით. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

სერვისი კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი როგორც ბავშვებისთვის, ასევე - მოზრდილებისთვის. შესაძლებელია ექიმთან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა ნომერზე - 032 2 600 600

მის: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის N83ა