
ყბა-სახის ქირურგია ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა, რომელიც ითვალისწინებს მოზრდილთა ყბა-სახის მიდამოს ყველა ტიპის პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას გადაუდებელ თუ გეგმიურ რეჟიმში.
აღნიშნული მიმართულებით ხელმისაწვდომია ყბა-სახის ქირურგია, პირის ღრუს ქირურგია და დენტალური იმპლანტოლოგია. ოპერაციები ტარდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული საერთაშორისო სტანდარტებით. უფრო დეტალურად, ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
- ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები (ოდონტოგენური და არაოდონტოგენური);
- კბილების ამოჭრის დარღვევები;
- რბილ და მაგარ ქსოვილთა ტრავმული დაზიანებები (სახის ძვლების მოტეხილობები);
- პირის ღრუსა და ყბა-სახის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები;
- ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი კისტები და ხვრელარხებ;
- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები;
- სანერწყვე ჯირკვლებისა და ნერვების დაავადებები და დაზიანებები;
- რბილ და მაგარქსოვილოვანი დეფექტების აღდგენით-რეკონსტრუქციული ქირურგია;
- ძვლოვანი აუგმენტაცია;
- დენტალური იმპლანტაცია.
პაციენტებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები - ბექა ქორიძე, ბექა ხაჭაპურიძე და არჩილ ახვლედიანი.
მათ შორის ბექა ხაჭაპურიძემ აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი განათლების მიღება უკრაინაში, ოდესის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. კვალიფიკაცია ოდესის სამხედრო ჰოსპიტალში აიმაღლა და გაიარა გადამზადების კურსები გერმანიაში.
ბექა ქორიძემ აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეზიდენტურა მინსკში, ბელარუსიის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში გაიარა. ასევე, მან წარმატებით დაასრულდა რეზიდენტურის დამატებითი მოდული ყბა-სახის მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
სერვისი მოზრდილებისთვის კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.