ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხერხემლის პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებულ დაავადებას, მალთაშუა დისკის თიაქარს (დისკოზს) მკურნალობენ როგორც კონსერვატიული, ასევე - ქირურგიული მეთოდებით. მალთაშუა დისკი ხრტილოვანი ქსოვილია, რომელიც ხერხემლის ელასტიურობაზე აგებს პასუხს. მისი დაზიანება ან მთლიანობის დაკარგვა (ნაწილობრივი ან სრული გამოვარდნა) თიაქარს იწვევს, რაც გამოიხატება ტკივილით წელის არეში და ტკივილის გადაცემით ქვედა კიდურებზე. თუ თიაქრის დროს ნერვის კომპრესია მოხდა, დამახასიათებელი ხდება კუნთების დაბუჟება და ქვედა კიდურების პარალიზება.
მკურნალობის შერჩევა ანამნეზის მიხედვით ხდება. თუ პაციენტი მხოლოდ ტკივილს უჩივის, რეკომენდებულია კონსერვატიული მკურნალობა თერაპიისა და ფიზიოთერაპიის გამოყენებით. თუ კონსერვატიული თერაპია დამაკმაყოფილებელ შედეგს არ იწვევს (2 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში მასიური, გაუსაძლისი ტკივილი), ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.
ოპერაცია პრიორიტეტად უნდა ჩაითვალოს პარეზის დროს, თუმცა მოტორული ნერვების ბოჭკოებზე ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად ოპერაციის შემდეგ თავდაპირველი ფუნქციის აღდგენა საეჭვო ხდება.
ქირურგიული ჩარევის აბსოლუტური ჩვენებაა:
–შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის მასტიმულირებელ ნერვებზე (წელის არეში) თიაქრის ზეწოლა.
–უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. აგრეთვე, დუნდულოებისა და შორისის მიდამოში დაბუჟება (ამ შემთხვევებში, ოპერაცია უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე).
ქირურგიული მკურნალობა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მინი-ინვაზიური მეთოდით ტარდება. წელის იმ დონეზე, სადაც დისკია გამოვარდნილი კეთდება 2–3 სმ–იანი განაკვეთი.მალების რკალებს შორის არსებული ყვითელი იოგის ამოღების შემდეგ, შესამჩნევი ხდება ზურგის ტვინის სეგმენტი და მისგან გამომავალი ფესვები. მიკრო ინსტრუმენტების გამოყენებით კი თიაქრის ან ქსოვილის თავისუფალი ნაჭრის, ე.წ. სეკვესტრის მოცილება ხორციელდება. ოპერაციის ხანგრძლივობა 30 წუთს შეადგენს.
ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტს სიარული უკვე შეუძლია. მეტიც, რეკომენდებულია ფიზიოთერაპიული ვარჯიშების დაწყება და მისი ინტენსივობის შენარჩუნება ბინაზე გაწერის შემდგომ. სტაციონარში დაყოვნების დრო კი არაუმეტეს 3 დღეს მოიცავს.
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული გუნდი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ასლან გერმანიშვილი ხელმძღვანელობით მუდმივად არის მზად, პაციენტები მაღალკვალიფიციური, დასავლური სერვისით უზრუნველყოს.