
ხაშურის ჰოსპიტალი ნებისმიერი ასაკის პაციენტს ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა: რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია და ულტრასონოგრაფია.
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სამსახურში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:
- ძვალ-სახსროვანი დაავადებები;
- პოსტტრავმული დეფორმაციები;
- პოლიტრავმები.
ჰოსპიტალში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ამასთან, ყურადღებას იპყრობს პოსტტრავმული დეფორმაციების, ართრიტებისა და მოტეხილობების მკურნალობის თანამედროვე მეთოდი - ენდოპროთეზირება (დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით), მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა მასალისგან წარმოებული ენდოპროთეზით.
ხაშურის ჰოსპიტლის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ხშირად ესწრებიან საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობიან მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. გუნდის ხელმძღვანელი კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ორთოპედ-ტრავმატოლოგი, არკადი კიშკოა.