12 თებერვალი, 2020

უროლოგია

უროლოგია

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა და საქართველოში ყველაზე მძლავრი ლაზერი, რომელსაც სამოცი ვატის სიმძლავრე აქვს - კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიის თანამედროვე ცენტრი სრულ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს. კლინიკაში კეთდება ენდოსკოპიური ოპერაციები პროსტატასა და შარდის ბუშტზე და ყველა სახის ლაპარასკოპიული ოპერაცია. მათ შორის ხელმისაწვდომია:

  • თირკმლის, შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის კენჭების ენდოსკოპიური ოპერაციები მაღალი სიმძლავრის ჰოლმიუმის ლაზერის გამოყენებით;
  • პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების მედიკამენტოზური, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია წესით მკურნალობა;
  • შარდის ბუშტის და ზემო საშარდე გზების სიმსივნეების ოპერაციები და მედიკამენტოზური მკურნალობა (ქიმიო ან იმუნოთერაპია);
  • პროსტატის კიბოს მკურნალობა ლაპაროსკოპიული და ღია წესით;
  • თირკმლის კიბოს ადრეული სტადიის სიმსივნის რეზექცია როგორც ლაპაროსკოპიული, ასევე - ღია წესით;
  • გადაუდებელი მომსახურების სრული სპექტრი და სხვა.


    უროლოგიის თანამედროვე ცენტრი ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უროლოგთა ასოციაციების გაიდლაინებით ხელმძღვანელობს. აქცენტი მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მკურნალობაზე კეთდება.