03 დეკემბერი, 2021

ტრავმატოლოგიური სერვისი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში

ტრავმატოლოგიური სერვისი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში

ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავამატოლოგიური განყოფილება ზრდასრული პაციენტებისათვის (16 წლის ზემოთ) გეგმიურ და ყველა სახის ურგენტულ ოპერაციულ ჩარევებს ახორციელებს. 

ურგენტული ოპერაციის ჩვენებაა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ყველა ის დაზიანება (მყესები, კუნთები, იოგები და ძვალი), რომელიც მოითხოვს სასწრაფო გადაუდებელ ჩარევას. ამ დროს ხორციელდება ოსტეოსინთეზი ფირფიტითა და ჭანჭიკებით, ასევე - ღეროვანი აპარატებით, ეს უკანასკნელი ძირითადად ღია მოტეხილობების სამკურნალოდ გამოიყენება.

ყურადღებას იპყრობს, ინტრამეულარული ოსტეოსინთეზი, რომელიც წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ლულოვანი ძვლების მოტეხილობის სამკურნალოდ და იგი წარმატებით ხორციელდევა ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში ბარძაყის, წვივისა და მხრის ძვლების მოტეხილობის დროს.  

რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ორთოპედიული ოპერაციები, რაც მოიცავს მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირებას კოქსართრროზის (მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი) დროს, თუმცა იგივე ოპერაციას ბარძაყის ყელის მოტეხილობის შემთხვევაში აქვს ურგენტული ჩვენება. 

ჰოსპიტალში გეგმიური თუ გადაუდებელი ოპერაციები თანამედროვე პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება. ამასთან, აღსანიშნავია ტრავმატოლოგიური (ძირითადად ურგენტული) პაციენტების მართვაში მულტიპროფილური მიდომების გამოყენება, ზოგადი ქირურგების ჩართულობით.

ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიურ მიმართულებას წარმატებით ხელმძღვანელობს ტრავმატოლოგი, მამუკა შარაშიძე.